December 4, 2024

"სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები დგანან ძალადობის უკან" - ირაკლი კობახიძე

4 პარტიაა - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს,­ რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ისინი ამ ყველაფრისათვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

 

„რაც შეეხება პოლიტიკოსების პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, თუ რაში აქვთ თავი შეყოფილი, თუმცა, პატრონის დავალება პატრონის დავალებაა და ამაზე უარის თქმა, მათთვის უბრალოდ შეუძლებელია, ასეთია აგენტის ბედი და ასეთია აგენტის ხვედრი. რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის. წაიკითხავდით დილით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცია დაკავებული ძალიან მძიმე, სავარაუდო დანაშაულისთვის და მას 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა. ეს არის რა თქმა უნდა, ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა. 4 პარტიაა - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან. რა თქმა უნდა, ისინი ამ ყველაფრისათვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. შესაბამისად, ეს ყველაფერი ყველამ უნდა გაითვალისწინოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისინი პატრონის დავალებას ვერ გაცდებიან, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მცდელობასთან, რასაც კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა ჰქვია. გასაგებია, რაზეც გვაქვს საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 74 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 02 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.