"ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და სამი პოსტი მომიძღვნა ამის გამო, ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი და ემოციებს ვერ თოკავს"
ისტერიკაშია ოთხივე ოპოზიციური პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათი მოწოდებები და ე.წ. ბულინგი არის ისტერიკის გამოვლინება, რადგან ყველამ დაინახა, რომ საქართველოში ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება.
„უკვე მეოთხე მცდელობა აქვთ ამ ოთხი წლის განმავლობაში. სამი ჩაუვარდათ, არავითარი შანსი არ აქვთ, რომ გამოუვიდეთ მეოთხე მცდელობა. ეს არის ერთგვარი ისტერიკა. ისტერიკაშია ოთხივე პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი. დღეს სასაცილო იყო ეს ქალი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და სამი პოსტი მომიძღვნა ამის გამო. ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე. ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს საკუთარ ემოციებს. ეს ყველაფერი არის ისტერიკის გამოხატულება, მაგრამ რაც შეეხება ე.წ. ბულინგს, ლიბერალურ ფაშიზმს, ჩვენ, ბუნებრივია, დავიცავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა" - სალომე ზურაბიშვილი
- "პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს" - ლევან იოსელიანი
- "აქციების დაწყების დღიდან სასწრაფო მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება"
- "ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე" - ირაკლი ღარიბაშვილი
- პროკურატურამ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ პირს პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა