January 30, 2025

"ალეკო ელისაშვილმა თქვა - „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“ - ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი ხარ" -მიხეილ სააკაშვილი

დამამახსოვრდა, ალეკომ, რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიით თქვა, რომ „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში... ზუსტად ვიცი, რომ ხარ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი და ყველა, ვინც არ გამოხატავს ალეკოს მიმართ სოლიდარობას, ის მერე ხვალ, თვითონ გახდება ასეთი მოპყრობის მსხვერპლი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, როდესაც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილი დაკავებას გამოეხმაურა.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ის ამაყობს თავისი პარტიით, „ნაციონალური მოძრაობით“, რომლის ხუთი ახალგაზრდა წარმომადგენელი დააკავეს.

 

ამასთან, მისი განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას პროცესი, რომელიც, სააკაშვილის თქმით, „კაცმა არ იცის, რისთვის დაიჭირეს“.

 

ალეკო ელისაშვილი მოიყვანეს „ვივამედში“... დამამახსოვრდა, ალეკომ, რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით თქვა, რომ „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში... ზუსტად ვიცი, რომ ხარ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი და ყველა, ვინც არ გამოხატავს ალეკოს მიმართ სოლიდარობას, ის მერე ხვალ, თვითონ გახდება ასეთი მოპყრობის მსხვერპლი და ასეთი დაჭერის მსხვერპლი.

 

ნახეთ, რა კომპრომატებს და ცირკებს დგამენ - კეზერაშვილების სახლებში ჩხრეკა, სადაც მრავალი წელია არ ცხოვრობს. ეს ხომ ჩვეულებრივი პროპაგანდის ტრიუკია, იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ ძირითადი ბრძოლისგან და ძირითადი ბრძოლა ხართ თქვენ, ძირითადი შიში აქვთ თქვენი, თქვენ ხართ ახლა წამყვანი ყველა ასაკის ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისი თქმით, ყველა დემონსტრანტი ვინც აქციაზე დგას, ძალიან კარგად იძლევა ინტერვიუს ინგლისურად, რის გამოც, გული სიყვარულით ევსება.

წაკითხვა 109 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 06 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.