January 30, 2025

"ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი დღეა, რომ მაშინ, როდესაც აქცია არ სცდება მშვიდობიან ფორმებს, არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან არ არის"- შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი დღეა, რომ მაშინ, როდესაც აქცია არ სცდება მშვიდობიან ფორმებს, არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან არ არის. პირიქით, პოლიცია იქ იმისთვისაა, რომ დაიცვას თავად აქციის მონაწილეები, მათ შორის საკუთარი რიგებიდან წამოსული ძალადობისგან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული კანონმდებლობით აზრის მშვიდობიანი გამოხატვა დაცულია.

 

„საკითხს უნდა შევხედოთ თანმიმდევრულად. ქართული კანონმდებლობით დაცულია აზრის მშვიდობიანი გამოხატვა. დაცულია მშვიდობიანი დემონსტრაცია, მანიფესტაცია და ა.შ. ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი დღეა, რომ მაშინ, როდესაც აქცია არ სცდება მშვიდობიან ფორმებს, არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან არ არის. პირიქით, პოლიცია იქ იმისთვისაა, რომ დაიცვას თავად აქციის მონაწილეები, მათ შორის საკუთარი რიგებიდან წამოსული ძალადობისგან. ვნახეთ ჩვენ, რომ ის მაშხალები აქციის მონაწილეებსაც და ზოგიერთ ჟურნალისტსაც მოხვდა.

 

როდესაც აქცია იძენს ძალადობრივ ფორმებს, ისმის კითხვა, ვისი პასუხისმგებლობაა ეს? არის თუ არა ეს ამ დემონსტრაციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა, რომ შეწყვიტონ ძალადობა?! ეს ხომ ძალადობაა, რასაც ყველა აშუქებდით, როდესაც ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას ესვრიან ადამიანებს, პოლიციელებს. ჯერ იყო ძალადობა, მრავალჯერადი, რომელიც დიდი ხანი გრძელდებოდა, შემდეგ რამდენჯერმე იყო გაფრთხილება პოლიციის მხრიდან, რომ შეწყვეტილიყო ძალადობა, როგორც საჯარო განცხადებით, ასევე ადგილზე. ამის შემდეგ თუ არ წყდებოდა ძალადობა, ხდებოდა სპეციალური საშუალებების ლოკალურად გამოყენება, მათ შორის, წყლის ჭავლის და როდესაც უკვე იმ დონეზე მიდიოდა ძალადობა, რომ ლოკალურად ჩახშობაც ვეღარ ხდებოდა, პოლიცია მოუწოდებდა აქტივისტებს, შეეწყვიტათ აქცია, დაშლილიყვნენ, ვინაიდან მთლიანად აქცია უკვე ძალადობრივი ხასიათის იყო, რადგან არ იშლებოდნენ. ამის შემდეგ პოლიცია სპეციალური საშუალების გამოყენებით წყვეტდა დემონსტრაციას. ეს არის ევროპული სტანდარტი ყველა ქვეყანაში. ბოლო ორი დღეა ძალადობა არ ყოფილა და პოლიციას არავინ დაუშლია. როგორც კი ის მარაგები ამოიღეს დასაწყობებული, იმ წამსვე აქცია იქცა მშვიდობიანად“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 101 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 06 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.