"ვიზალიბერალიზაციის შეჩერება პრაქტიკულად გამორიცხულია" - მამუკა მდინარაძე
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკითხის დაყენება სპეკულაციურია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის პრაქტიკულად გამორიცხული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით.
„საკითხის დაყენება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იმდენად სპეკულაციურია, რომ გარდა არსებული ვერსიისა, სხვა საფუძველი ამას არ აქვს. ეს ვერსია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოდან ნაც აგენტურის წარმომადგენლები იხვეწებიან, რომ არანაირი მაშველი რგოლი, არც ზელენსკის სანქციები, არც სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება აშშ-ის მხრიდან არ არის იმდენად ღირებული მათთვის, რამდენადაც ღირებული შეიძლება იყოს, ვციტირებ: საუბრის დაწყებაც კი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. მათ იციან, რომ ოთხი სამართლებრივი საფუძველი, რომელთაგანაც არცერთი ბუნებაში ფიზიკურად არ არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოსთან დაკავშირებით მით უმეტეს არ არსებობს, ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და სამართლებრივი საფუძველი ამ ოთხიდან არცერთი არ არსებობს, ესე იგი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის პრაქტიკულად გამორიცხული რამ. თუმცა, საუბრის დაწყებას წინ არაფერი უდგას და ამას მიიჩნევენ ისინი მაშველ რგოლად, რომ საქართველოში მოასწრონ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება – ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა და მიზანი. შესაბამისად, რამდენად სპეკულაციურია, ყველა ხვდება.
მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ამ საკითხს აყენებენ დღის წესრიგში და მას მოსდევს „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონების გაუქმების მოთხოვნა, არარეალურია, მაგრამ რეალურიც რომ იყოს, რომ „ან დაუშვით სკოლებში, ბაღებში ლგბტ პროპაგანდა, ან გაგიუქმებთ,“ – მგონი აქ პასუხი ნათელია, ასე საკითხი არ დადგება, მაგრამ ვერც დადგება. აქ არჩევანი არის ძალიან მარტივი, თუმცა აქ საკითხი ვერ დადგება პრაქტიკული გადაწყვეტის თვალსაზრისით, სალაპარაკოდ ამაზე შეიძლება, ბევრმა ილაპარაკოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ევროკომისიამ „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შეფასებას მოიცავს. „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების საკითხის განხილვა. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, უნდა იქნეს მიღებული გადაუდებელი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციასაც შეიცავს.
სიახლეები
- კიევის დაბომბვის საპასუხოდ ყაზანის „მანჰეტენის“ ცათამბჯენს „11 სექტემბერი“ მოუწყვეს
- "ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება"
- "პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იდევნება უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის"
- "მძიმე სისტემური კრიზისიდან გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- "ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაამსხვრია მითი ბიულეტენების მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ" - შალვა პაპუაშვილი