,,ნიღბიანი პირების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში კანონმდებლობით აკრძალული უნდა იყოს"- გიორგი კახიანი
ნიღბიანი პირების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში კანონმდებლობით აკრძალული უნდა იყოს - ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ასეთი რეგულაციების მიღების აუცილებლობა აჩვენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
კახიანის შეფასებით, ნებისმიერ პირს ეცოდინება, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება მარტივად მოხდება და ისინი კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან პასუხისგებაში მიცემული.
„ვხედავთ, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა აჩვენა ასეთი რეგულაციების მიღების აუცილებლობა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ნიღბიანი პირების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში კანონმდებლობით აკრძალული უნდა იყოს. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. რით იყო ეს განპირობებული? ჩვენ ვხედავდით, რომ ძირითადად, იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც პოლიციასთან მიმართებაში იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, ის პირები ახორციელებდნენ, რომლებსაც სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული. ამის მიზანი იყო ერთი რამ: არ მოხდეს მათი იდენტიფიცირება. ანუ, როდესაც პირი ნიღბით არის აქციაზე წარმოდგენილი, დიდი ალბათობით, ეს იმას გულისხმობს, რომ სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას ვერ მოხდეს მისი იდენტიფიცირება და შესაბამისად, მისი ვინაობა არ იყოს ცნობილი არც სამართალდამცავი ორგანოებისთვის და არც საზოგადოებისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, ვინაიდან ამ ბოლო დღეებში ეს საკითხი ასე აქტუალურად გამოჩნდა, სახელმწიფო შესაბამის რეგულაციებს შემოიღებს და ნიღბიანი პირების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში იქნება აკრძალული. ამას გარკვეულწილად, პრევენციული ხასიათი ექნება იმისა, რომ ნებისმიერ პირს ეცოდინება, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება მარტივად მოხდება და ისინი კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან პასუხისგებაში მიცემული“, - განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღებენ კანონს, რომლითაც შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აიკრძალება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც შეკრებების წარმართვის დროს ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს.
სიახლეები
- 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
- “ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე, რუსულ პროექტად და „ტროას ცხენად“ დარჩა - აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ პროცესს უღალატოს” - ანა წითლიძე
- 18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა
- “არანაირი 4 ოქტომბრისთვის მზადება არ არსებობს, არავინ 4 ოქტომბრისთვის პასუხისმგებლობას არ იღებს, არავინ ამბობს ვინ რას აპირებს 4 ოქტომბერს – ყველაფერი ისეა, თითქოს ბოლოს ვიღაცამ უნდა თქვას გეხუმრებოდითო” - იაგო ხვიჩია
- “მგონია, რომ 4 ოქტომბრის ამბავი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაქრობისკენ გადადგმული ნაბიჯია” - იაგო ხვიჩია