"როგორც ჩანს, წესი ხდება, რომ ამ ქვეყანაში დიპლომები არავის არაფერში სჭირდება" - სალომე ზურაბიშვილი
როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, შს მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს.
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.
„კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ყველაფრის ასევე ძლიერი დარღვევაა, ეს არის შსს-ში, გადაწყვეტილება მიღებული, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა ისე, რომ არც დიპლომები მოეთხოვოს. ეს უკვე, როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომების არავის არაფერში არ სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, სადაც მათ მოძებნიან. ეს არის ნიშანი იმის, რომ რესურსები აღარ ჰყოფნით, რაც ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, “პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით, შს მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს, მიღების წესი და პირობები კი საკუთარი ბრძანებით განსაზღვროს. პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.პროექტის თანახმად, კანონი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ