,,არაფერი გვჭირს საიმისო, რომ შეხვედრები გამოვიყენოთ ლეგიტიმაციისთვის, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა"- მაკა ბოჭორიშვილი
ჩვენ არაფერი გვჭირს საიმისო, რომ შეხვედრები გამოვიყენოთ ლეგიტიმაციისთვის. საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შესახებ გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას.
„ჩვენ არაფერი არ გვჭირს საიმისო, რომ შეხვედრები გამოვიყენოთ ლეგიტიმაციისთვის. საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა. ამ შეხვედრით ლეგიტიმაციას ვერც მოვიპოვებთ და არც ვეძებთ. ეს არ არის მიზანი არავისთან შეხვედრის, რომ ლეგიტიმაცია მოვიპოვოთ. ეს ლეგიტიმაცია 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და სწორედ ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ის მთავრობა, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს. ასე რომ, ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, იძულებულები იქნებიან, შეეგუონ იმ რეალობას, რომელიც არის საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა მინისტრმა.
„ებრძვიან სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს მთავრობა, მთავრობას, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლები, მინისტრები. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ქმედებები, რასაც სჩადიან, როგორც ქვეყნის შიგნით გარკვეული ძალები, ასევე მათ ზურგს უმაგრებთ გარკვეული ძალები ქვეყნის გარეთ. ამ ქმედებების ნაწილია ისიც, რომ ჩემთან შეხვედრები, იქნება ეს საგარეო საქმეთა მინისტრების თუ ელჩების, არის ასეთი აჟიოტაჟის საგანი, რაც თითქოს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი უნდა იყოს. თუკი ჩვენ გვინდა, ვესაუბროთ ევროკავშირს, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია, მოხდეს დიალოგის გარეშე, წარმოუდგენელია, რაიმე ურთიერთობები იყოს შეხვედრების გარეშე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სიახლეები
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
- ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი
- ,,ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული"- გიორგი ვოლსკი
- გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
- აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა
