ასეთი უავტორიტეტო პრეზიდენტი საქართველოს არ შეშვენიდა და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რომ ასეთი პრეზიდენტი წარვუდგინეთ და ავარჩევინეთ – ეს არასდროს არ განმეორდება მომავალში - ირაკლი ზარქუა
“ასეთი უავტორიტეტო, ყოველგვარი ღირსებისგან დაცლილი პრეზიდენტი საქართველოს არ შეშვენიდა და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საქართველოს საზოგადოებას, რომ ასეთი პრეზიდენტი წარვუდგინეთ და ავარჩევინეთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს ადეკვატურობა აქვს დაკარგული.
„14 დეკემბერს ჩვენ გვაქვს არჩევნები, სადაც ჩვენს მიერ წარმოდგენილია კანდიდატი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, ღირსეული ქართველი, მაგარი ბიჭი და ზუსტად ვიცით, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს. რაც შეეხება ზურაბიშვილს, ადეკვატურობა აქვს დაკარგული ქალს. იმდენად კომფორტშია და იმდენად მოეწონა ეს როლი, რომ უკვე თავის თავს აძლევს უფლებას, მეორედ დაარღვიოს კონსტიტუცია. ერთხელ ხომ დაარღვია, რაც დავუმტკიცეთ, მეორედ დაარღვევს და ახლა თუ მოგვიწია მისი გამოყვანა ძალით, მერე ნახეთ თქვენ. ჯერ ხომ იქ შეგვარცხვინა, რომ მიეჭრა ამერიკის პრეზიდენტს. გადარეული იყო ის კაცი, ფეხზეც კი არ წამოუდგა. ასეთი უავტორიტეტო, ყოველგვარი ღირსებისგან დაცლილი პრეზიდენტი საქართველოს არ შეშვენიდა და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საქართველოს საზოგადოებას, რომ ასეთი პრეზიდენტი წარვუდგინეთ და ავარჩევინეთ. ეს არასდროს არ განმეორდება მომავალში.
მარტივად, ზურაბიშვილს მოუწევს, როგორც ჩამოფრინდა იქიდან ყოველგვარი ადგილობრივი ნიუანსების, ტრადიციების, ღირსების, ადათ-წესების გათვალისწინების გარეშე, აი, ასე დარჩება მარტოსული და ამით გაფრინდება უკან, საიდანაც ჩამოვიდა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს ქალბატონი არასდროს არ ასახავდა საქართველოს სულს, არასდროს არ გამოხატავდა ქართულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ღირსებას და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შეცდომა იქნა დაშვებული, როცა შევარჩიეთ ეს კანდიდატურა. წააგებს და გაჰყვება თავის გზას მადამ მავნებელი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
- “ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე, რუსულ პროექტად და „ტროას ცხენად“ დარჩა - აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ პროცესს უღალატოს” - ანა წითლიძე
- 18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა
- “არანაირი 4 ოქტომბრისთვის მზადება არ არსებობს, არავინ 4 ოქტომბრისთვის პასუხისმგებლობას არ იღებს, არავინ ამბობს ვინ რას აპირებს 4 ოქტომბერს – ყველაფერი ისეა, თითქოს ბოლოს ვიღაცამ უნდა თქვას გეხუმრებოდითო” - იაგო ხვიჩია
- “მგონია, რომ 4 ოქტომბრის ამბავი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაქრობისკენ გადადგმული ნაბიჯია” - იაგო ხვიჩია