December 22, 2024

“როცა პატარა ბავშვებს მეგაფონიანი მამაკაცები კლასში უცვივდებოდნენ, იმ დღეებში UNICEF-ის მხრიდან რა მავნებლობაც ვიხილეთ, აჩვენებს იმას, რომ შეუძლებელია, ამ ადამიანებს ესმოდეთ, რას ნიშნავს ბავშვის საუკეთესო ინტერესი” – პაპუაშვილი

“ვნახეთ, რომ არასრულწლოვნები ქვას ესვრიან პოლიციელს და ამას უქებენ, ტაშს უკრავენ და ახალისებენ გარშემო მყოფი ზრდასრული ადამიანები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ამ აქციებში მონაწილე გარკვეული ჯგუფი ძალიან შორს არის იმ ყველაფრისგან, რაც არის ქართული და ადამიანური”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“მე მინდა, UNICEF-ის განცხადება გავიხსენო იმ დღეებში, როდესაც პატარა ბავშვებს მეგაფონიანი მამაკაცები კლასში უცვივდებოდნენ, რომ ისინი გამოეყვანათ და აქციებზე წაეყვანათ. ამ მეოთხე მეხუთე კლასელ ბავშვებში უნდათ გააღვივონ მტრობა, სიძულვილი სხვადასხვა ხალხის მიმართ – ხელისუფლების, მათი თანაკლასელების მიმართ. პროტესტი ყველას გაუჩნდა, რომ ბავშვებზე ამხელა წნეხი უბრალოდ დაუშვებელია ადამიანურად. ნაცვლად იმისა, რომ გაეროს ორგანიზაციისგან, რომელიც ბავშვთა უფლებებზე [მუშაობს] მოგვესმინა რაიმე განცხადება, ან თუნდაც წინადადება ბავშვთა საუკეთესო ინტერესების შესახებ, ვნახეთ მათი დადებული ბანერი – ამონარიდი ბავშვთა უფლებების დეკლარაციიდან და მოწოდება ხელისუფლების მიმართ, რომ ბავშვებს მივცეთ აქციებზე პროტესტის გამოხატვის უფლება. ეს პერიოდი ჩაივლის და UNICEF-თან აუცილებლად გვექნება საუბარი ამაზე, თუ რა იყო ეს თუ არა წაქეზება – პირდაპირ ვხედავდით, რომ ბავშვების ჩათრევა ხდებოდა ამ ძალადობაში – ქვების სროლაში, სიძულვილით გაჟღენთილი ტექსტები გვესმოდა სხვადასხვა არასრულწლოვანების მხრიდან. არ ვიცი ვინ მუშაობს მანდ, მაგრამ არანაირი მგრძნობელობა ბავშვთა უფლებების მიმართ არ გააჩნიათ. იმ დღეებში UNICEF-ის მხრიდან რა მავნებლობაც ვიხილეთ განცხადების სახით, ერთ რამეს აჩვენებს, რომ შეუძლებელია ამ ადამიანებს ესმოდეთ რას ნიშნავს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ძალიან მძიმეა, როდესაც ხედავ, რომ საერთაშორისო ეგიდით მოქმედი გუნდი, ალბათ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციებიდან გამომდინარე ამ დაძაბულ დღეებს იყენებს და ნაცვლად მოწოდებისა, რომ ფაქიზად მოეპყრონ ბავშვთა ფსიქიკას, აკეთებს განცხადებას, რომლითაც აქეზებს ზრდასრულებს, რომ ბავშვები დააყენონ აქციებზე და აქეზებს ბავშვებს, რომ ასეთი აქციების მონაწილეები იყვნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 87 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 16 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.