"ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, ნებისმიერი ახალგაზრდა, ვინც ქუჩაში დგას, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ განხილულია, როგორც საზარბაზნე ხორცი"
არაერთხელ ვთქვით, რომ მსხვერპლი არის მოთხოვნა, რათა არ შენელდეს კრიტიკული მდგომარეობა. ამისთვის მსხვერპლი აუცილებელია, რადგან იმ სცენარს იმეორებს, რაც უკრაინაში განვითარდა და მაიდნის სახელით არის ცნობილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მაკკეინის ინსტიტუტის განცხადება გარკვეული აღიარებაა, რომ სწორედ მსხვერპლის მეშვეობით უნდათ, განავითარონ ის პროცესი, რამაც შეიძლება, საქართველოში ვითარება დაძაბოს.
„დიდი ხანია, ვამბობთ, რომ არსებობს მასწავლებელთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა შორის არიან მაკკეინის ინსტიტუტში გაერთიანებული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში სისხლისღვრის ორგანიზებას გეგმავენ და მნიშვნელოვანწილად რევოლუციური გეგმაც ამას გულისხმობდა. არაერთხელ ვთქვით, რომ მსხვერპლი არის მოთხოვნა, რათა კრიტიკული მდგომარეობა არ შენელდეს, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეიქმნა. რასაკვირველია, ამისთვის მსხვერპლი აუცილებელია, რადგან იმ სცენარს იმეორებს, რაც უკრაინაში განვითარდა და მაიდნის სახელით არის ცნობილი.
ასეთი ფორმით ჩამოყალიბებული მოთხოვნა იგივეა, რაც „ორი ტრუპის“ მოთხოვნა. ეს ცნობილი გამონათქვამი ყველამ ვიცით. მოთხოვნაა ადამიანურ მსხვერპლზე. ამას იქამდე ვამბობდით, ვიდრე მაკკეინის ინსტიტუტი ამ მოთხოვნას გააჟერებდა უკვე თავის ოფიციალურ განცხადებებში. ბევრჯერ ვთქვით და ეს გარკვეული აღიარებაა იმისა, რომ სწორედაც მსხვერპლის მეშვეობით უნდათ, განავითარონ ის პროცესი, რამაც შეიძლება, საქართველოში ცეცხლის ალი კიდევ ააგიზგიზოს უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე რამდენიმე დღის განმავლობაში ვიხილეთ.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც საქართველოს გადარჩენის არანაირი ინტერესი არ აქვთ, პირიქით, მათი მიზანია საქართველოს შეუქცევადი ნგრევის პროცესი. არავინ დაუშვას, რომ ეს ადამიანები ვინმეს მიმართ სიმპატიით არიან განწყობილი ან ოპოზიციურ ველზე არსებობს პოლიტიკური პარტია, ვისაც მაკკეინის ინსტიტუტი პოზიტიური მხრიდან მხარს დაუჭერს. ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი და ნებისმიერი ახალგაზრდა, ვინც ქუჩაში დგას, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ განხილულია, როგორც საზარბაზნე ხორცი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის მისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც მათ შორის აღნიშნულია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება“.
სიახლეები
- "არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად" - ირაკლი კობახიძე
- "საფრთხე ბევრია და იზრდება"- ვლადიმერ პუტინი მესამე მსოფლიო ომზე
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- "სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ" - ირაკლი კობახიძე
- კიევის დაბომბვის საპასუხოდ ყაზანის „მანჰეტენის“ ცათამბჯენს „11 სექტემბერი“ მოუწყვეს