"სწორი ინფორმაცია არ აქვთ, მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ იღებენ ინფორმაციას" - ირაკლი ზარქუა
“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა.
“სწორი ინფორმაცია არ აქვთ, მხოლოდ კოლექტიური ნაცმოძრაობისგან იღებენ ინფორმაციას და ეს არახალია. მათი სატელიტები რომ არიან, ესეც დადასტურებულია არაერთგზის და ბუნებრივია, რომ ასეთ ადამიანებს რაც არ უნდა აუხსნა, აზრი არ აქვს, რადგან მათ სხვა მისია აქვთ. ძალადობა რა თქმა უნდა მიუღებელია, და იქ სადაც ძალის გადამეტება იყო, ყველგან საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭო 19 დეკემბრის სამიტის შესახებ დასკვნას აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ევროპული საბჭო „იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“. საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.
„ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელმა პირებმა აგონ პასუხი. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს”, – წერია განცხადებაში.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
