"დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა" - შალვა პაპუაშვილი
დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა. ერთმა რუსმა მწერალმა გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე და ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან უარესები გვესმის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ბევრს უნდა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ წარმოგვადგინოს „ბანანის რესპუბლიკად“.
„საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, არც მაშინ ვიყავით. მოწინავე ქვეყანა ვიყავით ბევრი მიზეზის გამო, პოლიტიკურადაც ჩვენი სათქმელი გვქონდა. დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა. ერთმა რუსმა მწერალმა გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე და ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან უარესები გვესმის. ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ ენჯეოებში. „როგორ შეიძლება რაიმე ცუდი თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე“...როგორ არ შეიძლება, როდესაც ადამიანი სუვერენიტეტს აუქმებს. როდესაც ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიტინგზე დადგომას კადრულობს, ამას რომ გაგიბედავს უცხო ქვეყანა, ქმედებებიც არს განსახორციელებელი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რას შეეხება, ნამდვილად იქნება შემოდგომით. საინტერესოა, გასცენ ამ კითხვას პასუხი, აპირებენ თუ არა მონაწილეობა მიიღონ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
