April 18, 2025

"ვინც არ აიღო საბიუჯეტო ფული, სხვა ფულით აქვს გადაზღვეული, რომელიც საიდან მოდის, კაციშვილმა არ იცის, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი მგონი, მანდატებზე უარის თქმასაც არ აპირებენ"- იაგო ხვიჩია

ვინც არ აიღო საბიუჯეტო ფული, სხვა ფულით აქვს გადაზღვეული, რომელიც საიდან მოდის, კაციშვილმა არ იცის, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი მგონი, მანდატებზე უარის თქმასაც არ აპირებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ საბიუჯეტო თანხას არც იღებს.

 

„ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ პირადად არც ვიღებთ საბიუჯეტო ფულს. „გირჩის“ აქციონერებზე თანაბრად ნაწილდება, ზოგი გვწირავს და ზოგს გააქვს ეს ფული საერთოდ, მაგრამ ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში გვქონდა აღებული რაღაცნაირად თანხმობა ამ ჩვენი აქციონერებისგან, რომ უარი გვეთქვა მთლიანად ამ პროცესზე, თუ დანარჩენებიც უარს იტყოდნენ. დანარჩენ შემთხვევაში დავინახეთ, რომ ნიკა გვარამიამ დარწმუნებული ვარ, იმ თანხებიდან დააზღვია ეს ფული, რომელიც ზუსტად ისე იშოვა, როგორც წინასაარჩევნოდ რამდენიმე, შეიძლება, ათეული მილიონიც იშოვა. შესაბამისად, მე მგონი, ყველაფერი ცხადია. ვინც არ აიღო ეს ფული, არ აიღო იმის გამო, რომ სხვა ფულით აქვს გადაზღვეული, რომელიც საიდან მოდის, კაციშვილმა არ იცის, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი არც აპირებენ უარის თქმას. მე მგონი, მანდატებზე უარის თქმასაც არ აპირებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

წაკითხვა 150 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 27 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.