„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მარტივ მამრავლებად დაშალეს, მაგრამ მათ ამანაც არ უშველა” – მაჭარაშვილი
“ძველი „ნაცმოძრაობა“ ახალს ეჩხუბება, ზუგდიდში ხალხის სასიკეთოდ ბიუჯეტს ხმა რატომ მიეცითო, ახალი ძველს ეჩხუბება, რეჟიმისგან ფულს რატომ იღებო”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მარტივ მამრავლებადაა დაშლილი”.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მარტივ მამრავლებად დაშალეს, მაგრამ მათ ამანაც არ უშველა, ძველი „ნაცმოძრაობა“ ახალს ეჩხუბება, ზუგდიდში ხალხის სასიკეთოდ ბიუჯეტს ხმა რატომ მიეცითო, ახალი ძველს ეჩხუბება, რეჟიმისგან ფულს რატომ იღებო.
უნდათ, რომ მანდატები ჰქონდეთ, მაგრამ ამავე დროს არ აღიარებენ, რომ პარლამენტი ლეგიტიმურია. ეს კარგად იციან, მაგრამ არ აღიარებენ. „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს გავაგრძელებთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს. სხვა შემთხვევაში, ეს ძალა არ მოისვენებს. ხალხი პასუხს მოგვთხოვს, რომ „ნაცმოძრაობა“ არ გავასამართლეთ. ეს უნდა მოხდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
