"მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებულია ჩვენს კონსტიტუციაში, ვუსურვებ ამ რთული მისიის წარმატებით განხორციელებას"
დღეს ისტორიული დღეა, მოხდება საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ისტორიული დღეა ბევრი მიზეზის გამო. პირველი, ინაუგურაცია ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ისტორიულ დარბაზში, სადაც გამოცადა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და სადაც ჩვენი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა დადო ფიცი. ეს არის ისტორიული, რადგან პირველად ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ამ მხრივ სრულად ძალაში შედის ის კონსტიტუციური სიახლეები, რომელიც 2017 წელს კონსტიტუციური რეფორმის შედეგად იქნა მიღებული.
ისტორიულია მათ შორის იმ მხრივ, რომ მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება, მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება. ის ჩააყენა უცხოთა და სხვათა სამსახურში და არა ქართველი ხალხის სამსახურში. ის აქცია განხეთქილების ინსტიტუტად და არა გაერთიანების ინსტიტუტად. ის აქცია საკუთარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების ინსტრუმენტად და არა ხალხის ინტერესების გატარების ინსტრუმენტად. ამ ყველაფრის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, რომ ამ ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებულია ჩვენს კონსტიტუციაში. ვუსურვებ ამ რთული მისიის წარმატებით განხორციელებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით, რომელმაც ეს მხარდაჭერა 26 ოქტომბერს გამოხატა. მილიონ ას ოცი ათასმა საქართველოს მოქალაქემ თავის ხმით ასევე გადაირჩია სალომე ზურაბიშვილი და ზურგი გაუმაგრა მიხეილ ყაველაშვილს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
