"ებრძვი საკუთარ ხალხს, ძირს უთხრი დემოკრატიას, არ ატარებ არჩევნებს, მაშინ მოგექცევიან ისე, როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“
ებრძვი საკუთარ ხალხს, ძირს უთხრი დემოკრატიას, არ ატარებ არჩევნებს, მაშინ მოგექცევიან ისე, როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ამერიკის შეერთებულ შტატები ცდილობს, საქართველოს დაეხმაროს.
„ქართველი ხალხის ძალისხმევამ, თითქმის 40-დღიანმა პროტესტმა თავისი შედეგი გამოიღო და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მეგობარი და მთავარი მხარდამჭერი ჩვენი თავისუფლების და ერთიანობის, ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს. როგორც „მეგობარი აქტის“ ავტორები ამბობენ, მეგობარი ნიშნავს მართლა მეგობარს და ნიშნავს მხარდაჭერას, რათა ეს რეჟიმი, რომელიც არბევს, ძირს უთხრის დემოკრატიას და საფრთხის ქვეშ აგდებს ჩვენს თავისუფლებას, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებიდან.
ამერიკა არის ზესახელმწიფო, არის დემოკრატიის ფლაგმანი, დემოკრატიის მთავარი მხარდამჭერი მსოფლიოში. რეჟიმებს, რომლებიც არჩევნებს არ ატარებენ, საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან, აშშ ასეთი ფორმით პასუხობს. არ გაქვს დემოკრატია, ებრძვი საკუთარ ხალხს, ძირს უთხრი დემოკრატიას – მაშინ მოგექცევიან ისე, როგორც ექცევიან „ქართულ ოცნებას“. ქართველი ხალხის მეგობარი არის ამერიკის შეერთებული შტატები და სწორედ ამიტომ ხდება ამ პროექტების, აქტების ინიცირება, რომ რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს ევროპისკენ გზას უღობავს, არ იყოს ხელისუფლებაში“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
