January 15, 2025

"სად არის დგებუაძე? ვეძებ, მზიამ რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა, მეც მინდა, გავარტყა" - ელენე ხოშტარია

დგებუაძე არის მონა, რომელმაც ბათუმის საამაყო ადამიანი, მზია დააკავა, დააკავა ათი ადამიანი, ის არის მონა. ამ მონასთან მაქვს საქმე და სად არის? ვეძებ, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აჭარის მთავრობის სახლთან ერთ-ერთ პოლიციელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დგებუაძესთან დაკავშირებით.

„ვუყურე ყველაფერს და იმიტომ ჩამოვედი აქ. მოვიდეს დგებუაძე, რათა მზიამ რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც. დგებუაძეს, რუსის მონას. მეც მინდა, გავარტყა. მინდა, რუსის მონას, დგებუაძეს ვაგებინო პასუხი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე. თქვენ ხართ მოძალადე პოლიციელები. მე ჩამოვედი, რომ დგებუაძემ და ბესელიამ, რომელიც ემსახურებოდა მონურად ყველა მთავრობას, მისგან მინდა, მოვითხოვო პასუხი. ისინი ემსახურებიან რუსეთს. სად არიან, რატომ იმალებიან? თუ არ იცით, სად არიან, პოლიტიკურ დისკუსიას რატომ მიმართავთ? თავის ქვეყანას კონსტიტუციის დარღვევით ემსახურებიან? კონსტიტუციის დარღვევა არ არის ევროპაზე უარის თქმა? თქვენ გინახავთ ნაცემი ადამიანები? დასისხლიანებული ადამიანები? გურამ როგავა ნახეთ? კანონი თქვენ გეუბნებათ, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ, რადგან ჩაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში“, – მიმართა ელენე ხოშტარიამ პოლიციელს.

რაზეც პოლიციელმა უპასუხა:

„დგებუაძეც, ბესელიაც და ყველა პოლიციელი ემსახურება ქვეყანას. რუსეთს ვინ ემსახურება, ამ საუბრიდან უკეთესად ჩანს. მე, როგორც ქალბატონს, მოგიწოდებთ, მეტად კულტურული იყოთ. კულტურული თუ იქნებით, უკეთესი იქნება თქვენთვის. ძალადობისკენ ხართ მიდრეკილი. ანუ, ეს ძალადობა მოგეწონათ? თქვენ ხართ ტენდენციური, მარტო ის გაინტერესებთ, აქეთ მხარეს რა მოხდა. მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვემსახურები“,- განუცხადა პოლიციელმა ელენე ხოშტარიას.

წაკითხვა 71 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.