January 15, 2025

„ევროპის სახალხო პარტიამ" "გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში" მიიღო

ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს. ამის შესახებ "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი სათაურით "გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში".

რეზოლუცია "ევროპის სახალხო პარტიის" ყველა წევრს მოუწოდებს, თავი შეიკავონ "ქართული ოცნების" „თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად აღიარებისგან“, ასევე გააუქმონ საერთაშორისო ფორმატში ყველა ოფიციალური ვიზიტისთვის მოწვევა და "ქართული ოცნების" ოფიციალური პირების მონაწილეობა.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს არ იქნას აღიარებული "ქართული ოცნების" უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE), რათა ლეგიტიმაცია არ მიეცეთ.

"სალომე ზურაბიშვილი აღიარებულ იქნას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად.

გამოვდივართ მოწოდებით, ჩატარდეს ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც გამართავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილი იქნას ნამდვილად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი.

[მოვუწოდებთ] გაგრძელდეს მიზნობრივი სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, სახელმწიფოს მიერ მართულ ტერორზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე; კერძოდ [მოგიწოდებთ] დაარწმუნოთ ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები დაუწესონ დაუყოვნებლივი და მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს.

[მოგიწოდებთ] გამოიყენოთ ადამიანის უფლებების ყველა საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის ეუთოში, ევროპის საბჭოსა და გაეროში, რათა გამოძიებულ იქნას არჩევნებში თაღლითობა და მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა.

[მოგიწოდებთ] შეაჩეროთ ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობები "ქართული ოცნების" რეჟიმთან, რათა თავიდან ავირიდოთ მისი ანტი-დემოკრატიული ქმედებებისთვის ხელშეწყობა და გავაძლიეროთ თანამშრომლობა საქართველოს კრიტიკულ მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა გავაძლიეროთ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მედეგობა და ხელახლა გადავაფასოთ საქართველოს ოფიციალურ პირებთან ევროკავშირის ურთიერთობების ყველა ინსტრუმენტი.

[მოგიწოდებთ] მნიშვნელოვნად შეამციროთ ევროკავშირის დონეზე ფორმალური კონტაქტები საქართველოს ე.წ. მთავრობასთან და პარლამენტთან, მათ შორის საქართველოში ვიზიტები, რომლებიც არ ემსახურება ახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მიზანს.

[მოგიწოდებთ] ადვოკატირება გაუწიოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებსაც ბრალი ედებათ ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის "დანაშაულებში" და რომლებიც შესაძლო მრავალწლიანი განაჩენების წინაშე დგანან, ისევე როგორც [ადვოკატირება გაუწიოთ] საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას",-ნათქვამია რეზოლუციაში.

წაკითხვა 60 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.