,,საფრანგეთის ელჩმა გაარტყას სილა პარიზში პოლიციელს, მე გადავიღებ და ვანახოთ მერე ყველას საქართველოში – მაინტერესებს რა რეაქცია ექნება ან საფრანგეთის, ან ბერლინის პოლიციას"- დაჩი ცაგურია
ჩამოვიდეს ეს ქალბატონი (საფრანგეთის) ელჩი პარიზში უბრალოდ რომ პატრულირებს, მივიდეს იმ პოლიციელთან და ხელი გაარტყას. ცოტა შორს დავდგები და იქიდან გადავიღებ, მერე ამ ვიდეომასალას ჩამოვიტან და ვანახოთ ყველას, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„მინდა საფრანგეთის ელჩს მივმართო, რომელიც დღეს მედიის თავისუფლების საკითხზე წუხდა, ასევე გერმანიის ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს მინდა ვთხოვო გადაუთარგმნონ, რომ ეს სამარცხვინო გამოსვლები არის აბსოლუტურად უადგილო. ელჩებს ვთავაზობ, რომ მე ჩავალ პარიზში, ჩამოვიდეს ეს ქალბატონი ელჩი პარიზში უბრალოდ რომ პატრულირებს, მივიდეს იმ პოლიციელთან და ხელი გაარტყას. ცოტა შორს დავდგები და იქიდან გადავიღებ, მერე ამ ვიდეომასალას ჩამოვიტან და ვანახოთ ყველას. მაინტერესებს მერე რა რეაქცია ექნება საფრანგეთის პოლიციას, ან ბერლინის პოლიციას. წარმოდგენაც კი მზარავს, ამერიკელ პოლიციელს რომ სილა გაარტყა, რა მოხდება. 21-ე საუკუნეა, ქალბატონო ელჩო, რატომ გვთვლით ჩვენ მესამე დონის სახელმწიფოდ და „ბანანის რესპუბლიკად?!“ – აღნიშნა ცაგურიამ.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
