February 14, 2025

"პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის” დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ, ამ ბრძოლაში წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის" - ირაკლი კობახიძე

აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის, ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული – „დიფ სთეითის” დამარცხების გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ მას ამ საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სურს აშშ-სთან ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან.

 

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. გასული 4 წელი იყო საკმაოდ რთული მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, იყო არაერთი კრიზისი, კვლავაც მიმდინარეობს ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ 4 წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემაა, ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ 4 წლის განმავლობაში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, ამ 4 წლის განმავლობაში, იყო რევოლუციის 4 მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის” დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითთან” ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, რეგიონში და ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბით გასული 4 წლის განმავლობაში.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან, იმედი გვაქვს, რომ გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,”- განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 133 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 20 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

TOP.GE

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.