ბალტიის ზღვაში კაბელების დაზიანება სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი - WP
ბალტიის ზღვაში სატვირთო გემების მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი და ელექტროკაბელების დაზიანება, სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის სპეცსამსახურებში ამ საკითხზე კონსენსუსი ყალიბდება.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა.
The Washington Post-ის წყაროთა თანახმად, ევროპელ და ამერიკელ გამომძიებლებს ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ იმის ნიშნები, რომ კომერციული გემების მიერ ღუზებით კაბელების დაზიანება წინასწარ განზრახული ქმედება იყო ან მოსკოვის მითითებით მოხდა.
ამერიკული გამოცემის ცნობით, დღემდე მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ ინციდენტები გამოწვეული იყო ცუდი მომსახურების მქონე გემების ეკიპაჟების გამოუცდელობით.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს ფინეთმა დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია 25 დეკემბერს ბალტიის ზღვაში ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა ელექტროკაბელის, Estlink 2-ის დაზიანებაში.
კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერის კაპიტანი და ეკიპაჟის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეები არიან.
სიახლეები
- „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი"- მიხეილ სააკაშვილი
- ,, შალვა პაპუაშვილი მუშაობს იმაზე, რომ ევროკავშირში არ შევიდეთ, ამ იდეით იძინებს, იღვიძებს და ევროპაზე იგინება"- ლაშა ტუღუში
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხარო"- თინა ბოკუჩავა
- ,,ეს თავად პრეზიდენტ სააკაშვილს არსად დაუწერია - პოლიტიკური ჭორაობა არასდროს ყოფილა ჩემი სფერო"- თინა ბოკუჩავა
- ,,ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება" - „დიდი შვიდეული“
