,,უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს"- მარკო რუბიო
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა 20 იანვარს, მას შემდეგ, რაც სენატმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა დაამტკიცა.
მარკო რუბიოს არ უთქვამს, კონკრეტულად რა უნდა დათმოს, მაგალითად, უკრაინამ. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, ხელი შეუწყოს მშვიდობას და კონფლიქტები დაასრულოს, რაც მარტივი არ იქნება.
მარკო რუბიოს თქმით, უკრაინასთან კონფლიქტში რუსეთი აგრესორია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. ტელეკომპანია CNN-ს მოჰყავს ახალი სახელმწიფო მდივნის სიტყვები, რომ ომის დასრულების კონკრეტულ დროს ვერ დაასახელებს, თუმცა, როცა ორ მხარეს შორის, რომლებიც თავის მაქსიმალურ მიზნებს ვერ აღწევენ, კონფლიქტის შეწყვეტაზეა საუბარი, თითოეულ მხარეს მოუწევს რაღაცაზე უარის თქმა.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულება პრეზიდენტ ტრამპის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინამ და რუსეთმა უნდა მიიღონ.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, რომლის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ მალე აპირებს შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ტრამპს მიზნად გამოცხადებული აქვს მოლაპარაკებების გზით უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
