"ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა"- ირაკლი კობახიძე
სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა. ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება, მათ შორის, ამერიკული. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტმა კობახიძეს კითხვა დაუსვა დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიესალმება დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იმაზე, რომ არა მარტო არამიზნობრივად იხარჯებოდა გარკვეული თანხები, რომლებიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის გარედან, არამედ აქ საუბარი იყო პირდაპირ, ხშირ შემთხვევაში, რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე, რაც ხელისგულზე დევს. თქვენ ნახეთ, რომ სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა. ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება, მათ შორის, ამერიკული. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თქვენ გახსოვთ ასევე დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისგან არ ვარჩევდით, მაგალითად, რუსეთს და დასავლეთს. ჩვენ ვამბობდით მარტივ რამეს – მნიშვნელობა არ აქვს, ვინ საიდან უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს. თუ ამერიკული ფული გამოიყენება ქვეყანაში არასწორი პროცესების წარსამართად, რა თქმა უნდა, აქაც უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები, ისევე როგორც რუსეთიდან რომ ხდებოდეს იგივე რამ. არავითარი განსხვავება არ არის, ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი და სუვერენიტეტი უნდა იყოს ყველასთან მიმართებით დაცული. ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა პრეზიდენტ ტრამპის შესაბამისმა გადაწყვეტილებამ. გამოჩნდა პირდაპირ, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად. რასაც ჩვენ ვამბობდით და რაზეც გვაკრიტიკებდნენ, რომ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით, მაგალითად, რუსეთს და ამერიკას, ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის და პირადად პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
