"ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია" - კახა ოქრიაშვილი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მსურს, გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომ თურმე, ბოლო 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაზარდეს.
მარტივად რომ ავხსნათ, რა არის ეკონომიკა? ეს არის ყველა ბიზნესის ჯამი, ანუ საქართველოს ეკონომიკა წარმოადგენს საქართველოში არსებული ყველა ბიზნესის ჯამს. ეკონომიკას ხელისუფლება კი არ ზრდის, არამედ ბიზნესი და ბიზნესმენები ზრდიან და აშენებენ. ხელისუფლებას კი შეუძლია ხელი შეუწყოს ბიზნესს, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, ან პირიქით, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გამოიწვევს ბიზნესის, ანუ ეკონომიკის შემცირებას, რაც ხდება ახლა.
თუკი 2012 წლიდან ხელისუფლებას ჰქონდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაშიც იგულისხმება არამარტო დაბალი გადასახადები და მარტივი სახელმწიფო ბიუროკრატია, არამედ ქვეყნის საგარეო კურსი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რამაც ბიზნესს ნდობა გაუჩინა საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ, დღეს ამ ყველაფერს ხელისუფლება თვითონვე ანგრევს, როგორც საგარეო მიმართულების ცვლილებით, ისე განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენების დევნით - იქნება ეს საინფორმაციო დარტყმები, თუ ბიზნესის შემზღუდავი და მარწუხებში მომქცევი კანონების მიღება. ამაშივე შედის სასამართლო სისტემის გაუმართაობა, ანდა სასამართლოს გარეშე ბიზნესის დასჯის მექანიზმები და ა.შ.
ამ სიტუაციაში გარდაუვალია ეკონომიკური სტაგნაცია. გამოსავალია ახალი არჩევნები და ჭეშმარიტად დემოკრატიული მიდგომების დანერგვა საზოგადოებაში, მათ შორის. ბიზნესში, ე.ი. ეკონომიკაში.
მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მოხდება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის შემოტრიალება!,“ - აცხადებს ოქრიაშვილი.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
