,,დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ამიტომაც არის, რომ თითოეული ჩვენგანი მზად ვართ და მათ შორის პრემიერმა მიმართა, რომ დისკუსიისთვის მზად არის შეხვდეს ახალგაზრდებს"- ირაკლი ზარქუა
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც არის, რომ თითოეული ჩვენგანი მზად ვართ და მათ შორის პრემიერმა მიმართა, რომ დისკუსიისთვის მზად არის შეხვდეს ახალგაზრდებს. თქვენ ნახეთ ხომ ამ უსამშობლოების მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ ეს დიალოგი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია. რაც შეეხება დაკავებულებს, დიდი ნაწილი გათავისუფლებულია ხელწერილის ან ჯარიმის სანაცვლოდ.
„ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია, იმიტომ, რომ საფუძველი არ არსებობს ამის. ეუთო/ოდირმაც ეს აღიარა. და ახლა გვარამია, მელია და დანარჩენი უსამშობლოების და ჯაფარიძე ჩახდილის მოთხოვნაზე რატომ უნდა ვიაროთ?! რაც შეეხება დაკავებულებს, დაახლოებით 400-მდე ადამიანი იყო დაკავებული. ზოგი ხელწერილით, ზოგი ჯარიმის დაწესების შემდეგ გამოუშვეს. ახლა რამდენიმეა დარჩენილი. ვისაც არ აქვს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, გამოძიება მიდის და ეს მოსამართლის თემაა. შესაბამისად, იქნებიან გარეთ და გამოუშვებენ, როგორც დანარჩენები გამოუშვეს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია მიანიჭა ქართველმა ხალხმა და ესაა მთავარი და მნიშვნელოვანი.
მან ასევე კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით - „ჩვენ გვეგონა, რომ ეს დემოკრატი ქალი ჩამოვიდა, რომ რაღაც სახელმწიფო ინტერესები ჰქონდა და ევროინტეგრაციაში წინ წავეწიეთ, აი, ეს ქალი აღმოჩნდა. მე თუ მკითხავ ის არც უნდა შემოვუშვათ საქართველოში და უკან უნდა გავუშვათ, საიდანაც ჩამოვიდა, რადგან ასეთების ადგილი საქართველოში არ არის, არც პოლიტიკაში არ არის და ეს ტრამპმა და მისმა სახელმწიფო მდივანმა პირველივე დღეს განაცხადეს.
ამათი დღეები დათვლილია. მე ახალგაზრდებს მინდა მივმართო, გთხოვთ, ნუ გამოაყენებინებთ თავს, დაუბრუნდით თქვენს სასწავლებლებს, დაუბრუნდით თქვენს სამუშაო ადგილებს. ამათი ამოცანა არის, რომ რაღაცნაირად თქვენ გადაგაბრალოთ შემდეგ, რომ ხალხი არ გამოვიდაო და შემდეგ პარლამენტში შემოვიდნენ. ფული აიღეს უკვე, დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ახლა მცდელობა აქვთ, ელოდებიან ახალ მესიჯს საელჩოდან სავარაუდოდ, რომ ვინმე ეტყვის, რომ შემოდით. ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და პარლამენტშიც შემოვლენ, ხოლო თქვენ მორიგჯერ დარჩებით გაწბილებულები და ეს არ მინდა მე. ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- სამარხვო საცივი
- 20-მდე გაიზარდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
- ნატოს ლიდერები ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას გამართავენ
- “რუსეთი ნატოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებს გეგმავს” - ზელენსკი
- ისრაელში საქართველოს საელჩო, ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს