,,მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც უშუალოდ კლავდა – ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას"- მამუკა მდინარაძე
,,მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც უშუალოდ კლავდა. ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ყოველგვარი ნიშნის მოგების და ირონიის გარეშე გეტყვით, როგორც კი ქართველი პოლიციელის მიერ ძალის გამოყენება გადასცდება ევროპელი პოლიციელის ძალის გამოყენების რაღაც ზღვრებს, პირველები ვიქნებით, ვინც ამაზე ვუსაყვედურებთ ქართულ პოლიციას. როგორც უნდათ ახლა, ისე გაიგონ ეს ჩემი მესიჯი. ქართველი პოლიციელები მოქმედებენ უფრო ჰუმანურად და შედარებითია ყველაფერი. როგორც კი მიუახლოვდება გერმანელი, ფრანგი და სხვა ევროპელი, ან ამერიკელი პოლიციელების უხეშობის დონეს, პირველები ჩვენ ვიქნებით რომ საყვედურს ვიტყვით. ყოველთვის არის უხეშობის პრეცედენტები.
ამათ (ოპოზიციას) უნდა, რომ სახელმწიფოს დანგრევის, ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა გადაფარონ იმით, რომ რომელიღაც პოლიციელმა ვიღაცაზე იუხეშა. მთავარია ყველა იყოს ჯანმრთელად. სპეციალური ღონისძიებები დამთავრდეს ხოლმე ისე, რომ ვიღაცის ჯანმრთელობა არ დაზიანდეს, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით. გახარია როგორც თხრიდა ვიღაცებს თვალებს და შემდეგ ჩვენ გვიწევდა მისი დაცვა. თვალების დათხრა რომ ლეგიტიმური იყო, ცხოვრებაში არ გვითქვამს არცერთ ჩვენგანს, მაგრამ ამას ვამბობდით, რომ ლეგიტიმური იყო მოგერიება. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კლავდნენ ადამიანებს, რომლებიც არ ძალადობდნენ არავისზე. იქ (აქციაზე) იდგნენ უბრალოდ. კლავდნენ მშვიდობიანად მდგომ მოქალაქეებს და სახურავებზე აწყობდნენ, ამისი ავტორი ხალხი ვიღაცამ ვიღაცას სადღაც მიარტყა, რა საზიზღრობააო, ამაზე ლაპარაკობენ. მიარტყა ცუდია, მაგრამ ასიათასჯერ დაბალი ხარისხის დარღვევაა, ვიდრე მათ მიერ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება საკუთარი მმართველობის დროს. ახლა მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი რომელიც უშუალოდ კლავდა. ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მან ასევე განცხადება გააკეთა „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც - ,,ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს, ქალბატონი მზია დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი – ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი.
სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ სახელმწიფო, შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდათ იყოს, შიმშილის და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი სახელმწიფოსათვის არის დიდი ზიანის მომტანი. შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით და ამისკენ მოუწოდებენ.
გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილიც უნდათ. სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მერე დეპუტატებმა, ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი, არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი – მათ თქვეს, ჩვენ კი არ ვამბობთ. ჩვენ რომ გვეთქვა, წარმოიდგინეთ, რა ამბავს ატეხდნენ. დღევანდელობის პარადოქსია ის, რომ ათი „ნაციდან“ ცხრა ალბათ, მინიმუმ, მის სიკვდილზე ფიქრობს და ოცნებობს. ძალიან ბოროტები რომ ვიყოთ, სუბიექტურად არცერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული „ქეისის“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“