February 6, 2025

"საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს - ასევე, არ არსებობს ქვეყანაში ეკონომიკა, ინვესტიციები სრულად გაჩერებულია" - სალომე ზურაბიშვილი

საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს. ის მხოლოდ იმაზეა დაყვანილი, რომ საზოგადოებას აღიარების ვითომცდა რაღაც ფორმები მისცენ, [მაგალითად], ხელის ჩამორთმევა ვიღაცასთან - ასევე, ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც არაფერი არ მოდის, არანაირი შინაარსი არ გააჩნია ამ ვიზიტებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღაც ვიღაც წავიდა და ჩამოვიდა,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არსებობს.

„დღეს თუ გადავხედავთ რა ზომები, რა კანონები და გადაწყვეტილებები არის მიღებული არჩევნებიდან შემდგომ პერიოდში, მხოლოდ და მხოლოდ, მიღებულია რეპრესიული ზომები და კანონები, სხვა არაფერი. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მართული იყოს ეს ქვეყანა რამე მიმართულებით და რამე მიმართულებით მიდიოდეს. არც საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს. ის მხოლოდ იმაზეა დაყვანილი, რომ საზოგადოებას აღიარების ვითომცდა რაღაც ფორმები მისცენ, [მაგალითად], ხელის ჩამორთმევა ვიღაცასთან, ოღონდ ვიღაც იყოს მეორე მხარეს და ეს გაასაღონ, როგორც ერთგვარი აღიარება. ასევე, ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც არაფერი არ მოდის, არანაირი შინაარსი არ გააჩნია ამ ვიზიტებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღაც ვიღაც წავიდა, ჩამოვიდა და სადღაც რაღაც შეხვედრა შედგა.

ასევე, არ არსებობს ქვეყანაში ეკონომიკა, გაჩერებულია ყველაფერი. ინვესტიციები სრულად გაჩერებულია. აქაც, ვითომც პოლიტიკა გვაქვს და ვითომც პოლიტიკა არის ვითომც, რაღაც მემორანდუმი, რომელმაც ვითომც მილიარდები უნდა შემოიტანოს. სრულად გაურკვეველია, რა ფორმით, როდის და რისთვის. ეს არის ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს პოლიტიკა, როგორც ასეთი. ვინც ითხოვს ან ოპოზიციისგან ან საზოგადოებისგან ან ზოგჯერ პრეზიდენტისგან, რომ აბა რა გეგმები და რა პოლიტიკა გაქვთ... ეს არის აბსურდული კითხვები. ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, სადაც მხოლოდ ბრძოლა შეიძლება. ეს ბრძოლა გაშლილია ყველა ფრონტზე. ამას ძალიან აფასებენ. ეს იყო ჩვენი პარტნიორების მოსვლის ერთ-ერთი გზავნილი, რომ აღფრთოვანებულები არიან იმით თუ რა შემართებით არის ჩვენი დღევანდელი საზოგადოება და როგორ ჩანს, რომ ის ბოლომდე წავა და არ უშინდება იმ რეპრესიულ ზომებს, რაც მიღებულია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 41 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.