"დრო მივეცით არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს - იგივე “დიფ სთეითს” და “გლობალური ომის პარტიას”, თუმცა, კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არშეყვანის თაობაზე"
დრო მივეცით არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს - იგივე “დიფ სთეითს”, იგივე “გლობალური ომის პარტიას”, თუმცა, მათ არ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება და კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არშეყვანის თაობაზე, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, არ შეიძლება, ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, ამიტომ, მმართველმა გუნდმა მანდატების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
„დღევანდელი დღე, პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას გავუსვა ხაზი, რომელიც იქნა მიღებული საპარლამენტო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, დამატებით, დაახლოებით, ორი თვე მივეცით რადიკალურ ოპოზიციას იმისთვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის. უფრო სწორად, ეს დრო მივეცით არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს - იგივე “დიფ სთეითს”, იგივე “გლობალური ომის პარტიას”, თუმცა, მათ არ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება და კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არ შეყვანის თაობაზე.
ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს არ ჰქონდა არანაირი სხვა ალტერნატივა. არ შეიძლება, ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, რაც ჩვენ ვიხილეთ ოთხი წლის წინ და რასაც ვხედავდით ასევე ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე”, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
