,,მამუკა, ფული მოიტანე, ბიჭო!"- ირაკლი ზარქუა
,,რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს არ ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
,,ლუსტრაცია მოხდა ვის და როგორ ემსახურება. რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს არ ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. ის ყოველთვის იყო ის ვინც დღეს არის, ემსახურებოდა უცხოელ პატრონებს და პოლიტიკაშიც მოვიდა უცხოური ინტერესების გამტარებლად. უცხო ქვეყანას ეუბნება, რომ საქართველო დაისაჯოს. რატომ? – იმიტომ, რომ მის არაადეკვატურ და გიჟურ იდეებს არ დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი. მას ჰქონდა შესანიშნავი შანსი, რომ ჩვენი საუკუნის პროექტი – ანაკლიის პორტი აეშენებინა. საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მილიარდობით დოლარს ითხოვდა ქართველი ხალხის და ბიუჯეტისგან. იცით, რომ საერთაშორისო სასამართლომ ის დაადანაშაულა და პირიქით, 600 ათასი დოლარი აქვს მოსატანი. მამუკა, მოიტანე ფული. იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეს მოვახმართ. ფული მოიტანე, ბიჭო!”, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “აშშ-მა უნდა განახორციელოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში”.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
