,,ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება - დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მისმა პარტიამაც დატოვოს"- ალეკო ელისაშვილი
ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა თავისი დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება - დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გახარიას პარტიამაც მანდატი დატოვოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო, რომ 100-ზე ნაკლები დეპუტატი ყოფილიყო, რადგან პარლამენტს ძალიან ბევრი ფუნქციის შესრულება გაუჭირდება.
„ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა თავისი დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება. რამდენი ხანია ოპოზიციას არ ვაკრიტიკებ, მიმაჩნია, რომ სამიზნეები უნდა გავასწოროთ, ახლა ერთმანეთზე თავდასხმების დრო არ არის, მაგრამ ეს გახარიამ უნდა ახსნას, რას ნიშნავს ეს ამბავი. მე არგუმენტები ვერ მოვისმინე, სიტუაციიდან გამოძრომის საშუალებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ არგუმენტს, არადა არგუმენტების ჩამოყალიბება გახარიას ეხერხება. ფაქტია, რომ 49 დეპუტატს გაუუქმეს და სხვებს არა. კარგი იქნებოდა, რომ 100-ზე ნაკლები დეპუტატი ყოფილიყო, რადგან ძალიან ბევრი ფუნქციის შესრულება გაუჭირდება თვითონ პარლამენტს.
ასეთ რაღაცას ჰაერში, რომ დაკიდებ ე.ი. ტყუილ უბრალოდ არა. ალბათ, შესაძლო ვაჭრობისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გახარიას პარტიამაც მანდატი დატოვოს. ქვეყანას ვკარგავთ. „ქართულ ოცნებას“ უნდა, დიქტატურა დაამყაროს. დღეს, რაც დააინიცირეს, ვიღაც მდინარაძეს თუ შეაგინებ დაგიჭერენ, მედიისთვის ცენზურის დაწესება - ასეთ დროს და ასეთ ვითარებაში კიდევ პრანჭვა და ცალკე დგომა ჩემთვის აუხსნელია. ამ დროს, ვინც ოპოზიციაშია და ყველა, ვინც კრიტიკულად მოაზროვნეა ერთმანეთისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, მან შეაფასა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „პარლამენტში არ არის არცერთი „ნაცის“ ადგილი“.
ელისაშვილის თქმით, უმჯობესი იქნება „ქართულმა ოცნებამ“ „თავიანთი „ნაცებით“ დაიწყოს“.
„ნაციონალებით“ არის გამოტენილი „ქართული ოცნება“. აბუ-დაბიში ვინ იჯდა და ვინ გადაიხადა ჯარიმები? ერთი არის გოჩა ენუქიძე, რომელმაც ჯარიმები გადაუხადა ზარქუას და სანიკიძეს. ის ტიპი, ვინც კადრებში წითელი მაისურით იჯდა გოჩა ენუქიძე იყო. 2-ჯერ იყო „ნაციონალების“ მაჟორიტარი დეპუტატი. ერთხელ 4 წელი შეეშალა და მეორეჯერ 4 წელი შეეშალა? თავიანთი „ნაცებით“ დაიწყონ. გივი მიქანაძე, რომ არის სტრასბურგში წასული, ციხეების უფროსი იყო , მათ შორის, „ციხის ბუნტი“ რომ იყო მაშინ“,- აღნიშნა ელისაშვილმა.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
