April 19, 2025

,,მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს - ძალიან პატარა ხალხი ხართ!"- მიხეილ სააკაშვილი

მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს - ძალიან პატარა ხალხი ხართ! - მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ის მთელი მსოფლიოს ისტორიაში უკვე საკმარისი ასოებით ჩაიწერა.

„მე მინდა მივმართო მათ, ვინც დღევანდელ მდგომარეობაზე კიდევ აგრძელებს პარტიულ თამაშს - პარტიებს, სხვადასხვა ბანერებს და ა.შ.: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს თამაში დასრულებულია? საქართველოს მატარებელი, რომელიც ჩქარი ტემპით მიდიოდა საამაყო 9 წელიწადში, ჯერ დამუხრუჭდა და საბოლოოდ, დეპოში აღმოჩნდა. საქართველოში დამყარდა კლეპტოკრატიული დიქტატურა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარ პარტიულ თამაშს არანაირი აზრი არ აქვს. ახლა სამშვიდობოზე მხოლოდ ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი გაგვიყვანს, ყოველგვარი პარტიული განსხვავების გარეშე.

მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს - ძალიან პატარა ხალხი ხართ. მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, რომ ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მთელი მსოფლიოს ისტორიაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წაკითხვა 171 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.