,,მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა; იმ გიჟ ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა"- ირაკლი ზარქუა
,,მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟა, ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა.
„თავის „ტვიტერს“ ხომ აქირავებდა. ჩვენ საიდან გავიგეთ იცით ეს? FARA-შია დარეგისტრირებული, რომ თურმე კეზერაშვილი ათას დოლარს უხდიდა იმაში, რომ რაიმე დაეწერა ქართველი ხალხის და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. მადამ მავნებელს ალბათ კარგი ფასი გადაახდევინა (ტრამპის ინაუგურაციის) ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე მგონი დასაჯა. იმ გიჟს, ვაშაძეს მგონი საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა. მგონია, რომ ვაშაძემ უნდა უჩივლოს მას, რადგან კალათბურთის თამაშზე მიიწვია და იქიდან ერთვებოდა დაღვრემილი სახით.
აღმოჩნდა, რომ დროშებსაც ყიდის. ეს არის თქვენი ავტორიტეტული რესპონდენტი. კიზინგერი გახსოვთ? „ტვპირველის“, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მუდმივი [რესპონდენტი] რომ იყო და მორალს გვიკითხავდა?! საერთოდ გააგდეს და მტირალა უწოდა ახალმა პრეზიდენტმა. გონჩარენკო გახსოვთ? აქ რომ გვმოძღვრავდა. ჰკითხეთ აბა საკუთარ ქვეყანაში რატომ არ ომობს?! სენატორი მენდესი რომ აამხედრეს ჩვენს წინააღმდეგ, ამერიკულმა სასამართლომ დაიჭირა ღალატისთვის, მექრთამეობისთვის და კორუფციისთვის. ასეთი ხალხი ჰყავდათ (ოპოზიციურ მედიას) რესპონდენტებად და ჩვენ გვმოძღვრავდნენ“, – აღნიშნა ზარქუამ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
