"ლევან გოგიჩაიშვილი უმიზეზოდ დააკავეს, ეს არის სასოწარკვეთილება ხელისუფლების, რომელსაც მოქალაქეებთან საუბრის უნარი აღარ აქვს "- გიორგი გახარია
ეს არის ჩვეულებრივი შიში, ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ხელისუფლების, რომელსაც უკვე თავის მოქალაქეებთან საუბრის უნარი აღარ აქვს და გადადის ძალადობაზე, დაკავებაზე, კანონების ცვლილებებზე, რეპრესიული საკანონმდებლო ინფრასტრუქტურისა და რეჟიმის შექმნაზე, მაგრამ ეს ყველაფერი დროში შეზღუდულია, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსთან“ საუბარში მისი გუნდის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, როგორც კი ხელისუფლება რადიკალური გახდება და ხალხი უსამართლობას იგრძნობს, ასობით ათასი ადამიანი გამოვა და დადგება რუსთაველზე.
“ადამიანი უმიზეზოდ, იმისთვის, რომ პოლიციელს მიმართა, დააკავეს. ეს არის ჩვეულებრივი შიში, ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ხელისუფლების, რომელსაც უკვე თავის მოქალაქეებთან საუბრის უნარი აღარ აქვს და უკვე გადადის ძალადობაზე, დაკავებაზე, კანონების ცვლილებებზე, რეპრესიული საკანონმდებლო ინფრასტრუქტურისა და რეჟიმის შექმნაზე, მაგრამ ეს ყველაფერი დროში შეზღუდულია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი გამოსავალი - ყველა უკანონო პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები - ეს არის გამოსავალი, რომელიც მშვიდობასა და სიმშვიდეს მოუტანს ქვეყანას და რომელიც ქვეყანას დააბრუნებს ნორმალურობის ზღვარზე. მერე შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი. ვიღაცას შეიძლება “ქართული ოცნებიდან” “3+3” ფორმატი მოსწონს, ვიღაცას ევროპა უყვარს, მაგრამ ჩვენ ახლა არანორმალურ გარემოში ვართ, როდესაც ხელისუფლება თავის მოქალაქეებზე ძალადობს, მათ ძალადობრივი ენით ელაპარაკება. ეს ყველაფერი დასასრულებელია რაც შეიძლება სწრაფად და დამთავრდება ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
