"საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცდება, რომ ნაცმოძრაობის ქართულ პოლიტიკაში არსებობა სამართლებრივად უნდა აიკრძალოს"- გურამ მაჭარაშვილი
„ძალიან ბევრი წელია ქართული საზოგადოება ითხოვს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელთა სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით არაერთი საერთაშორისო თუ ქართული სასამართლოს დასკვნა არსებობს, გასამართლდეს”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცდება, რომ ნაცმოძრაობის ქართულ პოლიტიკაში არსებობა სამართლებრივად უნდა აიკრძალოს.
„მოგეხსნებათ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ორგან გვქონდა ოკუპანტთან დავა – ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში. შესაბამისად, მაშინ ვერიდებოდით ამ თემაზე საუბარს. დასრულდა ეს დავები, ორივეგან მოიგო საქართველომ, სამხედროებს არანაირი დანაშაული არ დაუმტკიცდათ და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა რა ნაბიჯებს დგამდა ომამდე და ომის მერე. ეს იქნება საგამოძიებო კომისიისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა, სადაც ბევრი ძველი და ახალი მტკიცებულება იქნება გამოკვლეული, საბოლოოდ კი, ექვსი თვის თავზე, მივიღებთ იმ დასკვნას, რომელიც ნიურნბერგის პროცესის დასკვნის მსგავსი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა, ქართულ პოლიტიკაში სამართლებრივად აიკრძალება”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
