"იმ პროგრამებში, რომლებიც ქართულ საზოგადოებას კეთილსინდისიერად ემსახურებოდა, რომ არ გაჩერდეს, შეგვაქვს ცვლილება „გრანტების შესახებ“ კანონში და გვექნება ობიექტური, საქმეზე ორიენტირებული ურთიერთობა არასამთავრობო სექტორთან"- ირაკლი ზარქუა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ზარქუას თქმით, იმ პროექტებში, რომლებიც საზოგადოებას ემსახურებოდა, რომ არ გაჩერდეს, ამ მიზნით, „ქართულ ოცნებას“ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება შეაქვს.
„ის პროგრამები, რომელიც ქართულ საზოგადოებას კეთილსინდისიერად ემსახურებოდა, მაგალითად იყო რეგიონებში ხალხის ჩართულობა, სოფლის მეურნეობის პროექტები, მათ შორის, რეგიონებში არის მთელი რიგი ინიციატივები, რომელიც სოფელს სჭირდება, ეს პროექტები რომ არ გაჩერდეს, ჩვენ შეგვაქვს ცვლილება „გრანტების შესახებ“ კანონში და შესაბამისად, გვექნება ობიექტური, სამართლიანი, საქმეზე ორიენტირებული ურთიერთობა არასამთავრობო სექტორთან“- აღნიშნავს ზარქუა.
დეპუტატი აცხადებს, რომ დაფინანსება შეეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქმეზე იქნებიან ორიენტირებული.
„ის, ვინც საქმის გამკეთებელია, რომელსაც აქვს წარსული, რომელიც მთელი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის, ახალი ორგანიზაციები, რომელიც შეიქმნება და დავრწმუნდებით, რომ საქმეზე არიან აქცენტირებული და ნამდვილად სჭირდებათ იმ სოფელში, იმ რეგიონში. ეს არ იქნება ცალმხრივად გადაწყვეტა. იქნება გარკვეული კომისია, რომელიც შეარჩევს, შეაჯერებს, ანალიზს გააკეთებს და შესაბამისად [იქნება] სამართლიანი დაფინანსება“.- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
