"სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო „სამშობლოს ღალატის“ მუხლი კანონებიდან, „ემანდ“ რაღაც არ მოხდეს და ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო"
სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? - იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო - წინმსწრებად, “ემანდ" რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო და სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან “სამშობლოს ღალატის” მუხლთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, მკაცრად გასამართლდება.
„იცით, რომ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? - იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო. ამიტომ წინმსწრებად, „ემანდ“ რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო და სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს - ეს იყო არგუმენტი. ჩვენ დავაბრუნეთ დღის წესრიგში [“სამშობლოს ღალატის” მუხლი], რადგან გვგონია, ჩვენ რასაც ვისმენთ - რა არგუმენტები, დასკვნები და მოცემულობაც გვაქვს, ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი. ამასთან დაკავშირებით არა ჩვენ, არამედ სასამართლო და შესაბამისი ინსტიტუციები მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ უბრალოდ მუხლი აღვადგინეთ. ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, ბუნებრივია, მკაცრად გასამართლდება”, - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
