April 8, 2025

"ზეწოლა, ციხეში საკუთრების გადაფორმება, ბიზნესმენების დაბარებები, ასეთი რამ „ქართული ოცნების“ პირობებში არ გამიგია, მე არანაირი წინაღობა არ მხვდება" - ირაკლი ალასანია

ბიძინა ივანიშვილი თავის თავის ადამიანია. მხოლოდ საკუთარ ფინანსურ ინტერესებზე ზრუნავს და სახელმწიფო ინტერესი მისთვის მეასეხარისხოვანია - პირდაპირი ზეწოლა, ციხეში საკუთრების გადაფორმება, ბიზნესმენების დაბარებები, ასეთი რამ ამ ხელისუფლების პირობებში არ გამიგია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაერო-ში ირაკლი ალასანია „რადიო თავისუფლების“ პოდკასტ „2150-ში“ სტუმრობისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მას დღევანდელ საქმიანობაში ხელისუფლებისგან შეფერხება არ ჰქონია.

 

ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, რაც მალე დაიწყება რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი, უკეთესია.

 

„ჩვენ ვერ გავექცევით რუსეთთან მოლაპარაკების პროცესს. დღეს თუ არა ხვალ ეს დადგება. რაც ადრე, ჩემი აზრით, უკეთესიცაა. როგორც ვატყობ, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს რუსეთის საშუალო დონის ჩინოვნიკებთან საუბარი და არა პოლიტიკურ დონეზე. ჩვენ მათთან გვჭირდება, ჩვენს პარტნიორებთან ერთად პოლიტიკურ დონეზეც საუბარი და ურთიერთობა იმიტომ, რომ გავიგოთ რა რესურსი აქვს ამ ურთიერთობას. უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების სია. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს. სია უნდა იყოს ზურგგამაგრებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ისინიც იზიარებდნენ, რომ საქართველოს მიმართ სწორედ ასეთი უსაფრთხოების გარანტიების მიცემით შეიძლება დავიწყოთ საუბარი რუსეთთან და შემდეგ უნდა შეხვდნენ პოლიტიკურ ლიდერებს. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია როგორ აძლიერებ საქართველოს უსაფრთხოებას, როცა ტრადიციულ პარტნიორებს, ვინც გამაგრებდნენ, უსაფრთხოების, თავდაცვის კუთხით შენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდნენ, იმათთან აფუჭებ ურთიერთობას და ერთი-ერთზე რჩები რუსეთთან, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი ნაბიჯები. რაც მოხდა 2012 წელს, ეს ცვლილებები უნდა მომხდარიყო. იმ პარტნიორობას, რომელიც მაშინ მქონდა ბიძინა ივანიშვილთან, არ ვნანობ და არ გადავუსვამ ხაზს. მგონია, რომ ეს ადამიანი თავის თავის ადამიანია. მხოლოდ საკუთარ ფინანსურ ინტერესებზე ზრუნავს და სახელმწიფო ინტერესი, ქვეყნის ინტერესი, მისთვის მეასეხარისხოვანია. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ქვეყანაში დადგა ის შედეგი, რაც დადგა.

წაკითხვა 171 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 21 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.