"თუ რუსეთი ევროპისთვის სახიფათო არ იქნა, რაზეც შეთანხმება სურს ტრამპს, მაშინ მოსახლეობისთვის მშვიდობა უფრო მისაღები იქნება და ეს დააბრკოლებს უკრაინისთვის ომში დახმარებას ევროპის მხრიდან"- რამაზ საყვარელიძე
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგებზე, ევროპელი ლიდერებისა და უკრაინული მხარის გარეშე ტრამპისა და პუტინის წარმომადგენლების მონაწილეობით საუდის არაბეთში აშშ-რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების სავარაუდო შედეგებზე, იმაზე, ამ პროცესების ფონზე რატომ ხარობს საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი, ხოლო მეორე აღშფოთებას არ მალავს, ასევე იმაზე - თუ პროცესები აშშ-რუსეთს შორის, აშშ-ევროპას შორის იმ ტრაექტორიით განვითარდა, რომლის კონტურები მეტ-ნაკლებად ჩანს, როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა
- ბატონო რამაზ, უკრაინა-რუსეთის ომის თითქმის სამი 3 წლის თავზე გამართული მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონფერენციაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და უკრაინა-რუსეთის საკითხებში აშშ სპეც წარმომადგენლის კელინის განცხადებებმა არა მარტო შეაზანზარა ის სამყარო, რომელსაც პირობითად „დასავლეთის სამყარო“ ერქვა, არამედ ამ სამყაროში არსებულ წინააღმდეგობები ნათლად წარმოაჩინა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
