April 19, 2025

"საქართველო და ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას - თავისუფალ და დამოუკიდებელ ევროპაში სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ვიმსახურებთ"

დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, საქართველო და ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

„როდესაც საუბარია მშვიდობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ომის მსხვერპლისთვის, რომელიც ამდენი დღის განმავლობაში იბრძვის - მაშინ, როდესაც უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ტერიტორიისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობა იყოს სამართლიანი, რადგან სხვაგვარად ხანგრძლივი მშვიდობა არ იქნება“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, „მშვიდობის მიღწევა უკრაინასთან ერთად, უკრაინელების მონაწილეობით და ევროპელების მონაწილეობით უნდა მოხდეს, რომლებიც ასევე ღელავენ თავიანთ თავისუფლებასა და მომავალზე“.

„ამ მნიშვნელოვან მომენტში საქართველო თქვენს გვერდით დგას. საქართველო მშვიდობას გისურვებთ, რომელიც ხანგრძლივი და მთელი ევროპისთვის იქნება. ვიცით, რომ ერთ ბრძოლაში ვართ. ჩვენს წინააღმდეგ ომი ჰიბრიდული ხასიათისაა, მაგრამ ის მაინც ომია და ჩვენც ასევე, ყველასთან ერთად, თავისუფალ და დამოუკიდებელ ევროპაში სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ვიმსახურებთ“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

წაკითხვა 122 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.