" ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო, გზის გაწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს"
ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო სამუშაოებსა და გზის გაწმენდის სამუშაოებს, ასევე, ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული , - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, პრიორიტეტები არის გზების გაწმენდა, კომუნიკაციის აღდგენა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა და სურსათით უზრუნველყოფა.
“ეს დღეები, იცით, რომ ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდის სამუშაოები, ამ დღეების განმავლობაშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარე სამყაროს და სამაშველო სამსახურებმა ამისთვის განსაკუთრებულად ინტენსიურად იმუშავეს. ახლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სოფლებისთვის, საკმაოდ ბევრია ასეთი სოფელი, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანებების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს გვქონდა მსჯელობა და აქტიურად წარიმართება მუშაობა შემდეგი დღეების განმავლობაში იმისათვის, რომ სრულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.
იმედი გვაქვს ასევე ამინდის - ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო სამუშაოებსა და გზის გაწმენდის სამუშაოებს, ასევე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული.
პრიორიტეტები არის გზების გაწმენდა, კომუნიკაციის აღდგენა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, სურსათით უზრუნველყოფა. კარგია ის, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა იმისა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ვერ მისულიყო სასწრაფოდ დახმარების ბრიგადა, შესაბამისად, აქაც მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული”, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
