"საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს"- კახა კალაძე
ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია - თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს კანონით დადგენილ დროს ჩატარდება.
„ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ - 100%-ით, რომ არჩევნები ჩაინიშნება რამდენიმე თვეში, ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვთ, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ.
რაც შეეხება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს, ეს გაიმართება, როგორც კანონით არის დადგენილი - 2028 წელს. დანარჩენი ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. თუ ვიღაცა გამოდის იქ, რუსთაველზე, რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება… ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება, მთავარია ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში“, - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
