"სალომე ზურაბიშვილი ყველას ერთად კი არ შეგვიყვარდა, ის არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ამ ქვეყნის გადარჩენისთვის" - ნიკა გვარამია
პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ამას სჭირდება რეჟიმის შეცვლა.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს არაა ჩემი არც ინტერესი და არც კომპეტენცია. სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ნომერი ერთი პოლიტპატიმარი მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ის უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ამას სჭირდება რეჟიმის შეცვლა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ისაა მძევალი. მძევლების გათავისუფლება ხდება ტერორისტების სივრციდან გაწევით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკას, გვარამიას თქმით, სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა ზურაბიშვილის მიმართ არ აღელვებს, რადგან მთავარია, ერთად აკეთონ საერთო საქმე. ნიკა გვარამიას განმარტებით, ზურაბიშვილი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ამ ქვეყნის გადარჩენისთვის.
„სალომე ზურაბიშვილი ყველას ერთად კი არ შეგვიყვარდა, სალომე ზურაბიშვილი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ამ ქვეყნის გადარჩენისთვის და შესაძლოა, გადამწყვეტი. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის პოლიტიკური პარტიები, პატრიოტები და მოქალაქეები ამაზე უარს არ ვიტყვით. ეს მანაც იცის, ჩვენ ახლო მეგობრები არ ვართ, არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და არც ვიქნებით. სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა ზურაბიშვილის მიმართ არ მაღელვებს, მთავარია, ერთი საქმე გავაკეთოთ ერთად“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
