„MEGOBARI აქტის” მიღება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” იქნება კეთროვანი"- გიგი უგულავა
„MEGOBARI აქტის” მიღება ნიშნავს, რომ ესენი [“ქართული ოცნება”] იქნებიან სრული კეთროვანები საერთაშორისო თვალსაზრისით - ეს აქტი მნიშვნელოვანია, რათა “ქართულ ოცნებას” გაეფანტოს ილუზიები, რომ ვიღაცის, ლობისტების საშუალებით რამეს მოივაჭრებენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „ინტერპრესნიუსს” „MEGOBARI მეგობარი აქტის” მხარდამჭერ მარშზე განუცხადა.
მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ ხალხს ჩაგრავენ, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ და “ MEGOBARI აქტი” ამ თვალსაზრისით „უნივერსალური ინსტრუმენტი იქნება”.
„MEGOBARI აქტი” არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი იმიტომ, რომ ხშირად გვავიწყდება ერთი რამე: ამერიკის შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილი და ოთარ ფარცხალაძე დასანქცირებული ჰყავს როგორც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ და ქართული დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირები. ახლა “ქართული ოცნება” ხავსს ეჭიდება, რომ ეს წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს აქტი, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” გაეფანტოს ილუზიები, რომ ვიღაცის, ლობისტების საშუალებით რამეს მოივაჭრებენ. ამიტომ, 27 მარტს დაიწყება ამ აქტის განხილვა და როდესაც ეს აქტი მიიღება ეს ნიშნავს, რომ კანონის დონეზე აეკრძალება ამერიკის ადმინისტრაციას ამათთან ურთიერთობა. ანუ ესენი იქნებიან სრული კეთროვანები საერთაშორისო თვალსაზრისით. შესაბამისად, გაცილებით უფრო მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ ხალხს ჩაგრავენ, სცემენ, აუბედურებენ, დიდი პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ. სამართლებრივიც, თუმცა ჯერ პოლიტიკური. „მეგობარი აქტი“ ამ თვალსაზრისით უნივერსალური ინსტრუმენტი იქნება”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
სიახლეები
- "იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია"
- "რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე" - ვოლოდიმერ ზელენსკი
- უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა
- "საპატრულო პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები" - ადვოკატი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს