"გვიახლოვდება თარიღი, რომელიც ევროსაბჭომ საქართველოს დაუთქვა - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ პირობების შესრულება"- ლევან ცუცქირიძე
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ მიმართავს „ქართულ ოცნებას“, შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც, მათი განცხადებით, საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნული განცხადება „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ თანამოაზრეებთან ერთად გააკეთა. როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს აღნიშნულ მოწოდებას არ შეასრულებს, საქართველო შესაძლოა, საერთოდ ამოვარდეს ევროპული სივრციდან.
„დღეს ჩვენ ვართ ისტორიული კატასტროფის წინაშე „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო იმიტომ, რომ გვიახლოვდება თარიღი, რომელიც ევროსაბჭომ საქართველოს დაუთქვა, რათა მას გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯები დემოკრატიის აღსადგენად, ადამიანის უფლებების დასაცავად და იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც მან შექმნა ამ ქვეყანაში.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
