March 31, 2025

"აქტი, რომელიც რეალობას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება, „მეგობარი აქტი“ იყოს, ეს არის მტრული და ამის ავტორებს არანაირი სიკეთე არ უნდათ ჩვენი ქვეყნისთვის"

აქტი, რომელიც რეალობას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება, „მეგობარი აქტი“ იყოს,  ეს არის მტრული აქტი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი სიკეთე ამ აქტის ავტორებს საქართველოსთვის არ უნდათ.

 

„მეგობრად წოდებულ აქტზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც საგანგებოდ აქტუალური იყო საქართველოს უკრაინის ომში ჩართვის თემა. მათ შორის, ეს აქტი ითვალისწინებდა გარკვეული სამხედრო დახმარების, სამხედრო პაკეტის მიცემას იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც მოვიდოდა „ქართული ოცნების“ შემდეგ და, რასაკვირველია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების გარეთ უნდა დარჩენილიყო. ჯერ კიდევ მაშინ იყო ამაზე ლაპარაკი. ახლა ომს აქტუალურობა არ გასვლია, ომს კიდევ აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. რასაკვირველია, ამას არ შეიძლება დაერქვას „მეგობარი აქტი“, ეს არის მტრული აქტი და რაც ყველაზე სამწუხაროა, არის უსამართლო იმ რეალობის აბსოლუტურად იგნორირებით, რაც საქართველოში არსებობს. ახლახან გამოქვეყნდა კიდევ დამატებითი რეიტინგები, სადაც უმაღლეს დონეზეა მაჩვენებლები საქართველოში უფლებების დაცვიდან დაწყებული, თავისუფლებით დამთავრებული, რომელიც ეხება ბიზნესის განვითარებას, კორუფციისგან თავისუფლებას. ჩვენი ქვეყანა ათეულშია შესული ამ სოციალური პროგრამით. ასე რომ, როდესაც რეალობას არ ითვალისწინებს აქტი, ის არ შეიძლება, „მეგობარი აქტი“ იყოს. ეს მტრული აქტია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ, ვერ გრძნობენ ეს ადამიანები რომ ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მათ ოჯახებსაც დაუპირისპირდება, მათ შორის, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს მოატყუეს და მათთან ერთად ქუჩაში დგანან. ეს არის ყველაზე სამწუხარო, არანაირი სიკეთე ამ აქტის ავტორებს ჩვენი ქვეყნისთვის არ უნდათ და სულ არ აინტერესებთ, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

წაკითხვა 168 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.