"1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის – ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზე" - ირაკლი კობახიძე
1991 წლის 31 მარტი იყო, უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე, დღეს, 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულისჩამდგმელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.
„დღეს არის 31 მარტი, უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. 1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის დღე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით და სწორედ, ამ რეფერენდუმს, რამდენიმე დღეში, 9 აპრილს მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 90 %-ზე მეტმა, დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 99%-ზე მეტმა, შესაბამისად, შედგა ქართველი ხალხის ერთსულოვნება დამოუკიდებლობის იდეის გარშემო.
ასევე, დღეს, 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულის ჩამდგმელი. რა თქმა უნდა, პატივი უნდა მივაგოთ მის ხსოვნას,”- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 1991 წლის შემდეგ ქვეყანამ გამოიარა ოთხი სხვადასხვა ომი და ორი სხვადასხვა რევოლუცია, ურთულესი წლები, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისები, თუმცა საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
