“დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია; უკვე 34 წელია, საქართველო ამ გზას ადგას და, ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად, მის განმტკიცებას ცდილობს” – შალვა პაპუაშვილი
“1991 წლის 31 მარტს საერთო-სახალხო რეფერენდუმზე დასმულ ერთადერთ კითხვას, “თანახმა ხართ თუ არა – აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსახლეობამ უპასუხა – დიახ!”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია.
“ამ ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმიდან ცხრა დღეში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეცაა, მას 86 წელი შეუსრულდებოდა.
საქართველოს გასაბჭოებიდან ზუსტად 70 წლის თავზე, სრულიად საქართველომ გამოხატა ცალსახა და მკაფიო სურვილი, ჰქონოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჰქონოდა სუვერენიტეტი და საკუთარი ბედი თავად განეგო.
დამოუკიდებლობა ყოველდღიური ძალისხმევის შედეგია. უკვე 34 წელია, საქართველო ამ გზას ადგას და, ურთულესი წინააღმდეგობების დაძლევასთან ერთად, მის განმტკიცებას ცდილობს. ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და არც არასოდეს დასრულდება.
საქართველოს ყველა თაობის პრივილეგია არის და უნდა იყოს საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნვა, მისი დაცვა და სიძლიერე. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში კარგად უნდა ჩავიბეჭდოთ თავში, რა არჩევანს ვაკეთებთ, ვისი მემკვიდრეები ვართ და სად ვდგავართ.
31 მარტს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირში ყოფნას, მის გავლენასა და დიქტატს. მან ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას. ქართველმა ერმა სრულად გადაიხადა თავისი ნების გამოვლენის მძიმე ფასი, განვლო ყველა ის რთული პროცესი, რაც სახელმწიფოებრიობის მოპოვებას დასჭირდა.
სიახლეები
- სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
- პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა
- „ნაცმოძრაობამ“ გუშინ რაც ჩაიდინა, სამარცხვინოა, მაგრამ ესეც არ არის ახალი, 13 წელია, თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი” – ჩერგოლეიშვილი
- „ნაცმოძრაობამ“ გუშინ რაც ჩაიდინა, სამარცხვინოა, მაგრამ ესეც არ არის ახალი, 13 წელია, თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი” – ჩერგოლეიშვილი
- "ოპოზიციაში არის არეულობა, რადგან როდესაც თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, ამან დაბნეულობა გამოიწვია"- მამუკა მდინარაძე