"ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა" - თინა ბოკუჩავა
ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, ხალხსა და ოპოზიციას შორის ხიდები ჩატყდეს და მოხდეს მათი დაშორიშორება, თუმცა პროტესტი პოლიტიკურ შედეგში ვერ კონვერტირდება, თუ პროცესში პოლიტიკური ძალებიც არ არიან ჩართული.
„დღეს ამ ისტორიული თარიღის აღსანიშნავად შევიკრიბებით, ხოლო ჩემი აზრით, ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა, სადაც ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს. ადამიანები, რომლებიც 3 თვეზე მეტია დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე. დაკვეთა უნდა მომდინარეობდეს ხალხისგან და საზოგადოებისგან.
ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიების სტიგმატიზაციის მცდელობა, ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სახალხო პროტესტი იმდენად, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს თვითორგანიზებული, პოლიტიკურ შედეგში ვერ კონვერტირდება, თუ პოლიტიკური ძალებიც არ არიან ჩართული და გაერთიანებული ხალხთან ერთად. ხიდების ჩატეხა და პოლიტიკოსებისა და ხალხის დაშორიშორება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს და სუს-ს აწყობს. ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ გაერთიანებისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
