"თქვენ უსახო და უსულო მოძალადეების პირისპირ, შიშველი ხელებით უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის რეჟიმის გაბატონებას" - სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს
უკვე 124 დღეა აქ დგახართ და ითხოვთ იმის დაბრუნებას, რაც ხალხის ნებით, კანონით და კონსტიტუციით გვეკუთვნის - ჩვენი ურყევი არჩევანი: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი! - თქვენთან ერთად დგას საქართველო, დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები, დგანან 31 მარტის მოთავეები - ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი სიტყვები - „მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც , - ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.
მისი თქმით, საქართველოს ბრძოლა ყოველთვის უთანასწორო იყო შიდა თუ გარე მტერთან, უცხო დამპყრობელთან, მაგრამ საქართველო ყოველთვის იმარჯვებდა, რადგან წინ თავისუფლებისთვის მებრძოლთა მშვიდობიანი ჯარი უძღოდა.
„დღესაც ეს მშვიდობიანი ჯარი რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში დგას. დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას, ძალადობას, დამონებას, დაპყრობას. დღესაც ასეა და თქვენ, აქ მდგომი ზამთრის სიცივეში, წყლის ჭავლის ქვეშ უსახო და უსულო მოძალადეების პირისპირ, შიშველი ხელებით კვლავ იგივე შემართებით უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის რეჟიმის გაბატონებას. თქვენთან ერთად დგას საქართველო, დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები, დგანან 31 მარტის მოთავეები - ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი ძახილი. გვესმის მათი სიტყვები - „მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც.“ გაგვაფრთხილეს და თქვენ განაგრძობთ ამ ბრძოლას, რომელიც არასდროს შეგვიწყვეტია ხან დამოუკიდებლობისთვის, ხან თავისუფლებისთვის და ყოველთვის სამართლიანობისთვის. უკვე 124 დღეა აქ დგახართ და ითხოვთ იმის დაბრუნებას, რაც ხალხის ნებით, კანონით და კონსტიტუციით გვეკუთვნის - ჩვენი ურყევი არჩევანი: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
